ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

10 მაისი 2021, 14:52 846 ნახვა

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება, რომელზეც დიპლომატები ტრანსატლანტიკური კავშირების საკითხს განიხილავენ. შეხვედრაში ვირტუალურად მიიღებს მონაწილეობას აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი. საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ირანის ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის დაბრუნების პერსპექტივას. დიპლომატები განიხილავენ დასავლეთ ბალკანეთში არსებულ მდგომარეობას და მხარს დაუჭერენ ამ რეგიონის ქვეყნებს კორონავირუსთან ბრძოლასა და რუსეთის გაზრდილი ზეგავლენის დაძლევაში. ევროპელი მაღალჩინოსნები ასევე ისაუბრებენ რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთობებზე. შეხვედრისას დიპლომატები ასევე იმსჯელებენ ავღანეთიდან უცხოელი ჯარისკაცების გასვლის ფონზე ამ ქვეყენაში უსაფრთხოების სფეროში ვითარების გაუარესებაზე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში