სამი ადამიანი, მათ შორის 4 წლის ბავშვი დაიჭრა სროლის დროს ნიუ-იორკში - შემთხვევა ტაიმ სქუარ-ზე მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, სროლა 4 კაცს შორის შეკამათებას მოჰყვა, რა დროსაც შემთხვევით ახლოს მდგომი სამი პირი ფეხში დაიჭრა. დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.