უქმე დღეების დასრულებამდე და სკოლებში სწავლის განახლებამდე 4 დღე რჩება. მზარდია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა. დადებითობის დღიური - მაჩვენებელი 6,06%-ია.
დაიწყო სხვადასხვა უწყების თანამშრომელთა ნებაყოფლობითი, თუმცა ორგანიზებული ვაქცინაცია. პროცესში დღეიდან მასწავლებლებიც ჩაერთვნენ.
ბოლო 24 საათში კოვიდ 19 დაუდასტურდა 1 547 მოქალაქეს. პაციენტების ნაწილი მკურნალობას კლინიკაში, ნაწილი კოვიდსასტუმროში, ზოგი კი საკუთარ სახლში, ონლაინ რეჟიმში გადის.
არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სპეციალისტების თქმით, განგაშის საფუძველს იძლევა.