ქედაში, წონიარისი-კანტაური-ტიბეთის მიმართულებით ახალი ხიდის მშენებლობა იწყება. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, ჯერ წინა მოსამზადებელი სამუშაოებია. ახალი ხიდით სამი სოფლის მოსახლეობა ისარგებლებს.
ვიდრე დამხმარე ნაგებობა აშენდება, მანამდე ადგილობრივები შემოვლითი გზით სარგებლობენ. ქედაში ხიდი რამდენიმე თვის წინ ადიდებული მდინარის გამო ჩაინგრა.