უქმე დღეების დასრულებამდე და სკოლებში სწავლის განახლებამდე 4 დღე რჩება. ამ ფონზე მზარდია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა.დადებითობის დღიური - მაჩვენებელი 6,06%-ია. ასეთი ეპიდემიოლოგიური ფონის პარალელურად დაიწყო სხვადასხვა უწყების თანამშრომელთა ნებაყოფლობითი, თუმცა ორგანიზებული ვაქცინაცია. პროცესში დღეიდან მასწავლებლებიც ჩაერთვნენ.