საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, კლინიკების მიერ მოსახლეობისგან არამიზნობრივი თანხების აღებას საკმაოდ რეგულარული ხასიათი აქვს.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ყველა ფაქტი არის დაფიქსირებული შესაბამის სამსახურში, რაზეც რეაგირება იქნება.
„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთი თვის მანძილზე ჩვენ ეტაპობრივად დავიწყებთ სხვა დაავადებებზე ტარიფების გამოცხადებას. რაც შეეხება მოსახლეობის მხრიდან არამიზნობრივი თანხების აღებას, ამას საკმაოდ რეგულარული ხასიათი აქვს, ყველა ფაქტი არის დაფიქსირებული შესაბამის სამსახურში. ჩვენ უნდა დაველოდოთ მათ რეაგირებას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.