ქედის მუნიციპალიტეტში სულ 22 კლუბი და სამი კულტურის სახლია. ბევრი მათგანის შენობა თითქმის საუკუნის წინათ აშენდა. თუმცა ახლა მთავარ ფუნქციას აღარ ასრულებს.
ზოგი სამედიცინო პუნქტად გადაკეთდა, ზოგი თამბაქოს შესანახ ფართობად, ზოგიც სრულიად უფუნქციოა.
მოსახლეობა კი ამბობს, რომ კულტურულ-გასართობი ობიექტების არსებობა აუცილებელია.
როდის მოიძებნება ქედის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში თანხა ამ საკითხის გადასაჭრელად?