ქობულეთში Sinopharm-ით ვაქცინაცია დაიწყო

05 მაისი 2021, 11:48 1172 ნახვა

ქობულეთის "ევექსის" ჰოსპიტალში, "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყო. ამ ეტაპზე ვაქცინაცია 33-მა პირმა ჩაიტარა, ასევე მიმდინარეობს, "ასტრაზენეკას" ვაქცინაციის პროცესიც. ვაქცინა ამ დროისთვის 169-პირმა გაიკეთა.

ამ ეტაპისთვის  ქობულეთის ,,ევექსის'' ჰოსპიტალში, "სინოფარმის" ვაქცინის 60 დოზა, "ასტრა ზენეკას" კი 200-დოზაა მიღებული.

კლინიკაში აცხადებენ, რომ ორივე ვაქცინაზე ჯავშნები 12 მაისამდე შევსებულია, მიზეზად კი მოსახლეობის მხრიდან გაზრდილ მომართვიანობას ასახელებენ.

"ვაქცინაციის შემდგომი გართულებები არ დაფიქსირებულა. მომართვიანობა თანდათან იზრდება, განსაკუთრებით "ასტრა ზენეკაზე", "სინოფარმზე" თავიდანვე  მაღალი იყო.

ჩვენ კლინიკაში "სინოფარმზე" ვაქცინაცია კეთდება სამშაბათს და ხუთშაბათს, "ასტრა ზენეკაზე" ოთხშაბათს და შაბათს"-აცხადებს ევექსის ჰოსპიტლის ექიმი, ციცინო დოლიძე.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი