შუახევში მოსწავლე ახალგაზრდობისა და სახელოვნებო სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებისთვის სივრცე ერთ შენობაში მოეწყობა.
აშენდება სამ სართულიანი შემინული, თანამედროვე დიზაინის შენობა, რომლის პირველ სართულზე სააქტო დარბაზი, მეორეზე- სახელოვნებო სკოლა, ხოლო მესამეზე - მოსწავლე ახალგაზრდობისთვის განკუთვნილი სივრცე მოეწყობა. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის. მშენებლობისთვის 600 000-მდე ლარია გათვალისწინებული და მისი მშენებლობა მიმდინარე წელს უნდა დასრულდეს.
მუნიციპალიტეტისთვის გამოწვევად რჩება კულტურის სახლში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, რისთვისაც მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, თანხების მოძიება მიმდინარეობს.