ფეხბურთს გონიოშიც თამაშობენ

03 მაისი 2021, 20:01 3674 ნახვა

აჭარაში კიდევ ერთი საფეხბურთო კლუბი ''გონიო'' იასპარეზებს, გუნდი დავით დოლიძემ რამდენიმე დღის წინ ჩამოაყალიბა.

დამფუძნებელი ამბობს, რომ ადგილობრივ ახალგაზრდებში დიდი პოტენციალია და მათი ნიჭი არ უნდა დაიკარგოს.

გონიო ეროვნული ჩემპიონატის მე-5 ლიგაში იასპარეზებს და პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაში ფეხბურთის განვითარების ფონდიდან 150 000 ლარით დაფინანსდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში