ინდოეთში კოვიდ-19-ის ანტირეკორდები გრძელდება

03 მაისი 2021, 14:51 1292 ნახვა

ინდოეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 368 ათას 147 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 20 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა. კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი რეკორდულად გაიზარდა, ვირუსის შედეგად ბოლო   24 საათში 3 ათას 417 ადამიანი დაიღუპა. სამედიცინო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემთხვევათა რეალური რაოდენობა ოფიციალურზე ხუთჯერ ან ათჯერ მაღალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი