ამნისტიის კანონპროექტების განხილვა უქმე დღეების დასრულებამდე გადაიდო

03 მაისი 2021, 14:48 1058 ნახვა

სადავო ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა სააღდგომო დღესასწაულების შემდეგ დაიწყება. პოლიტიკური პარტიები  სამუშაო პროცესზე გადასინჯავენ  კონკრეტული მუხლების  შეცვლის შესაძლო  საკითხს. ვიდრე პარლამენტში ოპოზიციისა და ქართული ოცნების ინიცირებული კანონპროექტები  ჯერ კიდევ განხილვის და  დავის  საგანია, მთავარი კითხვა ახლა არის რა ფორმით დატოვებს ნიკა მელია საპატიმროს. ამნისტიის შესახებ მიღებული კანონით თუ  ევროპელი  კოლეგების შეთავაზებით ისარგებლებს. დღის წესრიგშია პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხიც. კომისიამ უნდა  დაადგინოს ვინ გასცა 20 ივნისის  აქციის დარბევის ბრძანება და ვინ არიან  ე.წ-ულ ,,გავრილოვის ღამეზე" პასუხისმგებლები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი