რეგულაციის დამრღვევი 2000 ლარით დაჯარიმდება

02 მაისი 2021, 15:09 1423 ნახვა

სამართალდამცველები დილიდან სასაფლაოებთან მისასვლელ გზებსა და დაწესებული რეგულაციების აღსრულების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებენ. პოლიციის თანამშრომლები არსებული რეგულაციების კონტროლს ახორციელებენ როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლადც,  2-დან 4 მაისის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აიკრძალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში