ბათუმის კოვიდ-სასტუმროში 55 წლის ქალი გარდაიცვალა

01 მაისი 2021, 20:06 5789 ნახვა

ბათუმში კოვიდ-სასტუმროში 55 წლის კოვიდინფიცირებული ქალი გარდაიცვალა. ფაქტს აჭარის საზოგადოებრივ ცენტრში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ პაციენტს თავიდან აღენიშნებოდა რამოდენიმე დღიანი ცხელების ანამნეზი. 

24 აპრილს მოთავსდა ერთ-ერთ კოვიდ-სასტუმროში. 26 აპრილს კი  ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები. შემდეგ კი სამი დღე იყო უსიმპტომო შესაბამისად, გუშინ საღამოს 21:30 საათზე სასტუმროში ბოლო სამედიცინო შემოვლისას პაციენტი იყო სტაბილურად სიმპტომების გარეშე.

ჯანდაცვის უწყებაში ახლა გარდაცვალების მიზეზს იკვლევენ, რაც შეეხება კოვიდ ვითარებას.

რეგიონში გვაქვს ინფიცირების 144 ახალი შემთხვევა ქვეყნის მასშტაბით კი 1 147. ბოლო 24 საათში დაფიქსირდა გარდაცვალების 20 ფაქტი.გამოჯანმრთელდა 690 ადამიანი.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი