ჯანმო-ს ავტორიზაციის მოლოდინში

01 მაისი 2021, 20:04 1399 ნახვა

ვაქცინა 'სინოფარმის'' ავტორიზაცია ორი კვირით გადაიდო. ჩინური წარმოების  ვაქცინაცია  4 მაისიდან უნდა დაწყებულიყო. უკვე დაწყებულია ჩინური ვაქცინით აცრის მსურველთა რეგისტრაცია და ადგილების 56 % დაჯავშნილია. დაავადების კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ სინოფარმს შედარებით დაბალი დაცულობის დონე აქვს, თუმცა ასაკობრივი შეზღუდვა მხოლოდ ამ ვაქცინას არ ეხება ამიტომ ახალგაზრდების რეგისტრაციის დონე მაღალია.

ექიმი ვახტანგ კალოიანი აცხადებს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის რეკომენდაციის გაცემამდე სინოფარმით აცრის დაწყება საქართველოში მიუღებელია.

ამ დროისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია მხოლოდ 3 მწარმოებელს "ფაიზერს“, „ასტრაზენეკასა“ და „ჯონსონ & ჯონსონს“ აქვს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი