კორონავირუსის გამო ქობულეთის N3 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა

27 აპრილი 2021, 11:13 1195 ნახვა

ქობულეთში, კორონავირუსის გამო #3 საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა.

ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ სააღმზრდელო დაწესებულებაში კორონავირუსი აღმზრდელს და ორ ძიძას დაუდასტურდა. მათივე ინფორმაციით, წყარო გარე კლასტერია.

ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით სააღმზრდელო დაწესებულება 2 კვირით დაიხურა.

ამ დროისთვის ქობულეთში კორონავირუსის გამო 5 საბავშვო ბაღი და 8 საჯარო სკოლაა დახურული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი