ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 106 პაციენტი.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 418 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 74, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 11 პირი.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 222 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 218, ხოლო აჭარაში - 3.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 28 266 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 781 პირი, აჭარაში - 2 475.