9 წელი სტუდენტების დარბევიდან

08 ნოემბერი 2016, 00:00 3753 ნახვა

დარბეული სტუდენტები, სპეცრაზმის მიერ ცრემლსადენი გაზით და ხელკეტებით ჩაშლილი სასწავლო პროცესი  ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  8 ნოემბრის მოვლენებიდან   9 წელი გავიდა. სამოყვარულო კამერით გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ გაუშვეს ეზოში მომწამლავი აირი და როგორ გაუსწორდა სპეცრაზმი ახალგაზრდებს და ლექტორ- მასწავლებელებს.  სტუდენტები დაარბიეს აუდიტორიებშიც. 2007 წლის 8 ნოემბერს 12 საათისთვის უნივერსიტეტის სტუდენტები ეზოში შეკრებას და თბილისში განვითარებული მოვლენების გაპროტესტებას გეგმავდნენ, თუმცა სასწავლო დაწესებულებაში სპეცრაზმი დაგეგმილ აქციამდე 2 საათით ადრე შეიჭრა. 

ამავე კატეგორიაში