უძველესი მარანი მარადიდში

25 აპრილი 2021, 20:10 2642 ნახვა

შემთხვევით  აღმოჩენილი უძველესი ქვევრები აჭარაში. მარადიდის თემის სოფელს ძაბლავეთში მურად გოგიძემ მის საკარმიდამო ნაკვეთში 6  ქვევრი აღმოაჩინა, ფოტოები გადაუღო და სპეციალისტებს გაუგზავნა.

აჭარის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპოზიციის სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ  ზედაპირული დათვალიერებით  ქვევრები ღია ტიპის  მარნის კომპლექსს წარმოადგენს. არ გამორიცხავენ რომ  ტერიტორიაზე აღმოჩენილი ქვევრების უკეთ შესასწავლად არქეოლოგიური გათხრები ჩატარდეს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში