დავით ზალკალიანი სამმხრივ მინისტერიალზე შეხვედრებს განაგრძობს

23 აპრილი 2021, 12:43 621 ნახვა

რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და ალიანსის წევრი სახელმწიფოების მხრიდან საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერის საკითხებზე იმსჯელეს რუმინეთ პოლონეთ თურქეთის სამმხრივი მინისტერიალზე, მონაწილე ქვეყნის მინისტრებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონის სტაბილური და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფისათვის, მათ შორის იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელთა განხორციელებაშიც ორივე ქვეყანა აქტიურად არის ჩართული. რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო  უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებას, ასევე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი