პარტია „ლელოს“ განცხადებით, გოგი წულაიას საქმეზე ოპოზიციის ერთობლივ განცხადებაზე ხელი არ მოუწერიათ და ამის შესახებ მცდარი ინფორმაცია გავრცელდა.
მათი განცხადებით, წულაიას თემა პარტიაში საერთოდ არც განხილულა.
"გიგი წულაიას თემა პარტიაში არ განხილულა, შესაბამისად, ჩვენი ხელმოწერა იქ ვერ იქნებოდა. გავრცელდა მცდარი ინფორმაცია პარტიის მიერ წერილზე ხელმოწერის შესახებ“, – აცხადებენ პარტიაში.
ლელოს ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლანა გალდავა აცხადებს, რომ გმობს ყველნაირ ძალადობას ქალთა მიმართ.
"ყველანაირ ძალადობას ვგმობ ქალთა მიმართ, ამავდროულად, არასოდეს, როგორც იურისტი, არ დავაზიანებ უდანაშაულობის პრეზუმფციის არსს. ამ საკითხზე არის ჩასატარებელი ობიექტური გამოძიება"- აცხადებს ლანა გალდავა.