საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 10 პაციენტი

22 აპრილი 2021, 10:53 1295 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა კიდევ 688 ადამიანი, გარდაიცვალა 10.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 27 995 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 456, პისიარტესტით – 14 539.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 4,38 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 3,55 პროცენტი, ბოლო შვიდი დღის – 4,37 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 300 264 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 283557 გამოჯანმრთელდა, 3 981 კი გარდაიცვალა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 731 შემთხვევა, აჭარა – 101, იმერეთი – 75, ქვემო ქართლი – 61, შიდა ქართლი – 56, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 96, კახეთი – 49, მცხეთა-მთიანეთი – 29, სამცხე-ჯავახეთი – შვიდი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – რვა.

ამ ეტაპზე სულ აცრილია 33 337 პირი, დღიურად აცრილია – 1 426.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი