ეპიდვითარება 21/04

21 აპრილი 2021, 20:09 1105 ნახვა

საქართველოში კოვიდ 19-ის ახალი შემთხვევების გარკვეული ნაწილი, ე.წ ბრიტანული შტამია, რომელიც სწრაფად ვრცელდება. ეპიდემიოლოგები საუბრობენ, რომ ვირუსით რეინფიცირების შემთხვევებიც გაზრდილია.

კორონავირუსის გამოვლენის მაჩვენებელი ისევ იმ ზღვარს უახლოვდება, როდესაც ქვეყანა ვალდებული იქნება დამატებითი შეზღუდვები შემოიღოს.

გართულებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე დამატებით რეგულაციებზე არ უსაუბრიათ, თუმცა უკვე არსებული მკაცრად გაკონტროლდება.

საბჭომ დაწესებულებებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლისკენ მოუწოდა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ აღდგომის დღესასწაულისთვის გარკვეული ზომების მიღებას, რათა მობილობა შემცირდეს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი