ოჯახი სოციალური დახმარების გარეშე, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოქალაქეები და მცირეწლოვნები ცხოვრობენ.
გასული წლის ბოლოს, დობორჯგინიძეებს სოციალური სარეიტინგო ქულა შეეცვალათ, მანამდე კი 13 წელი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხებოდნენ.
სტატუსი არც დღეს, მოხსნიათ, თუმცა დახმარებას ვერ იღებენ, მიზეზად, როგორც ყვებიან ოჯახის 1 წევრის დასაქმება დაუსახელეს, რომელიც ახლა, ისევ უმუშევარია.
სოციალური მომსახურების სააგენტომ ოჯახი რამდენიმე თვის წინ კიდევ ერთხელ გადაამოწმა და უწყებაში აცხადებენ, რომ შეფასებული ქულა მაღალი იყო, თუმცა მათ საკითხს კიდევ ერთხელ შეისწავლიან.