ქობულეთში კიდევ ორი სკოლა დაიხურა - კოვიდი პედაგოგებს დაუდასტურდათ 

21 აპრილი 2021, 10:32 1240 ნახვა

ქობულეთში კორონავირუსის შემთხვევების გამო სოფელ წყავროკასა და დაგვას საჯარო სკოლები დაიკეტა. რესურსცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ვირუსი ორ პედაგოგს დაუდასტურდა. 

სოფელ წყავროკას საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, მასწავლებელს კოვიდი გეგმიური ტესტირების ფარგლებში სამშაბათს დაუდგინდა. დილით მას კონტაქტი ჰქონდა მცირე კონტიგენტიან ერთ კლასთან.  ამ ეტაპზე ყველა პედაგოგი იზოლაციაშია გადასული. სკოლა კი ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით 12 დღით დაიკეტა. 

სოფელ დაგვას საჯარო სკოლის დირექტორის განმარტებით, კორონავირუსი პედაგოგს 20 აპრილს დაუდასტურდა. მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. მაია კიკნაძის თქმით, მასწავლებელი ორშაბათს სკოლაში იყო და შესაძლებელია, მას კონტაქტიც ჰქონოდა, საბაზო და საშუალო საფეხურის კლასების ბავშვებთან. 

ქობულეთში სულ 6 სკოლაა დაკეტილი.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი