თავდაცვის სამინისტროს 100 დღის ანგარიში

07 ნოემბერი 2016, 00:00 2084 ნახვა

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღადგენს. განცხადება ლევან იზორიამ გააკეთა. თავდაცვის მინისტრის თქმით, წვევამდელების ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარამდე, ასევე მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება. ამ და სხვა რეფორმებზე ჟურნალისტებს იზორიამ ინფორმაცია 100-დღიანი საქმიანობის ანგარიშის წარდეგენისას გააცნო. მინისტრმა  გამოყო ინსტიტუციური რეფორმები.  მინისტრის განცხადებით რეფორმები   უწყების მიუკერძოებელი ოპტიმალური კოორდინირებული აღსრულების პრინციპების რელიაზებაზე ორიენტირებული იყო.  ლევან იზორია აცხადებს, რომ სერჟანტებს, უმცროს ოფიცრებს,  უფროსი და უმაღლესი  რანგის ოფიცრებს  მიუკერძოებელი კრიტერიუმებით  შეარჩევენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი