ევროკავშირსა და რუსეთს შორის ურთიერთობები იძაბება

19 აპრილი 2021, 15:14 627 ნახვა

რუსეთსა და ევროკავშირს შორის  ურთიერთობები  კიდევ უფრო იძაბება. ეს განაცხადა ჟოზეპ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიდეოკონფენერციის დაწყებამდე გააკეთა. დღევანდელ შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსული აგრესია და მისგან შექმნილი საფრთხეები იქნება. მისი თქმით, ევროკავშირი შეშფოთებულია რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობით, რომელიც საპატიმროში შიმშილობას განაგრძობს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის თქმით, რუსეთის ხელისუფლება პასუხისმგებელია ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელმა ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინის საზღვართან შექმნილ სახიფათო ვითარებაზე და იქ დიდი რაოდენობით რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაციაზე. დღევანელ შეხვედრაზე ასევე განიხილება ჩეხეთის რესპუბლიკის ბრალდებები რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის აფეთქებებთან დაკავშირებით და ჩეხეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების საკითხები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში