ეკატერინე ტიკარაძე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

19 აპრილი 2021, 15:11 835 ნახვა

პირველადი ჯანდაცვის რეფორმასა და ამ რეფორმის ფარგლებში ადრეული ასაკის ბავშვთა განვითარების საკითხებზე იმსჯელეს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეგიონულმა დირექტორმა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში ტელემედიცინის დანერგვის პროცესს იწყებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროებში ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი