აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

19 აპრილი 2021, 10:55 900 ნახვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 413 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 75 პირის მდგომარეობა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 8.

რეგიონის მასშტაბით  კლინიკურ სასტუმროებში მოთვსებულია 200 პირი,  ონლაინ კლინიკიდან იმართება 526.

ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 2 098.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში