კადეტთა სამხედრო ლიცეუმი საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრებს მართავს.ლიცეუმის წარმომადგენლები ზუგდიდისა და ხობის საჯარო სკოლების მოსწავლეებს შეხვდნენ და პრეზენტაციის ფორმატში დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს ლიცეუმში მოსწავლეთა მიღების, საგანმანათლებლო პროგრამების, არსებული გარემოსა და ცხოვრების პირობების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.