თურქეთი უკრაინის და რუსეთის საკითხთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. „ჩვენ არავის მხარეს ვართ. ჩვენი პოზიცია ეფუძნება ღია და კონსტრუქციულ მიდგომას“, – განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ. რამდენიმე დღის წინ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა. ზელენსკისთან შეხვედრის დროს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ანკარა ყირიმის არაღიარების პოლიტიკის ერთგული რჩება.