დახლოებით 1 საათში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყება. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უხელმძღვანელებს. არსებული ინფორმაციით, დღესვე გაიმართება ახალი მოწვევის პარლამენტში არჩეული პარტია „ქართული ოცნების“ წევრების შეხვედრა. არ არის გამორიცხული, საპარლამენტო თანამდებობების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია სწორედ ამ შეხვედრის შემდეგ გახდეს ცნობილი. დეტალებს, პოლიტსაბჭოს სხდომიდან, ჩვენ მომავალ საინფორმაციო გამოშვებებში შემოგთავაზებთ.