დინამო ბთ VS სამგურალი

12 აპრილი 2021, 12:55 204 ნახვა

დღეს ეროვნული ლიგის მე-8 ტურის მატჩში, ‘’დინამო’’ ბათუმი ‘’სამგურალს’’ დაუპირისპირდება. ‘’დინამო’’ 7 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ ჩემპიონატში მეორე პოზიციას 15 ქულით იკავებს, ხოლო ეროვნულ ლიგაში ახლად დაწინაურებული სამგურალი 6 ქულით მე-7 პოზიციაზე იმყოფება. შეხვედრა 14:00 -ზე დაიწყება და მას პირდაპირ ეთერში საზოგადოებრივი მაუწყებელი აჭარის ტელევიზია შემოგთავაზებთ, რის გამოც ეთერში 15:00 - იანი საინფორმაციო გამოშვება ‘’მთავარი’’ არ გავა.  

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში