ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომის ჩატარებისთანავე დღის წერიგში აჭარის მთავრობის ფორმირების საკითხი დადგება, რადგან მინისტრთა კაბინეტის წევრები ავტომატურად მოვალეობის შემსრულებლები ხდებიან. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, აჭარის მთავრობას კვლავ ზურაბ პატარაძე უხელმძღვანელებს. მინისტრების ვინაობა ოფიციალურად ჯერ არ სახელდება.კონსულტაციები მთავრობის ფორმირებასთან დაკავშირებით ჯერ არა დაწყებულა.