ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 პაციენტი.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი დაამარცხა კიდევ 54 პაციენტმა, კლინიკა დატოვა 15 პირმა.
ამ ეტაპზე კრიტიკულია 1 პაციენტის მდგომარეობა.
რეგიონის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 267 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში 108, ონლაინ კლინიკაში 273.