აჭარაში კორონავირუსის 67 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში გამოჯანმრთელდა კიდევ 18 პაციენტი. ერთი პაციენტი კი გარდაიცვალა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კლინიკა დატოვა 14 პირმა.
ამ ეტაპზე კრიტიკულია 1 პაციენტის მდგომარეობა.
რეგიონის მასშტაბით კლინიკებში მკურნალობს 244 პაციენტი, კოვიდ სასტუმროში -103, ონლაინ კლინიკიდან კი იმართება 279 პაციენტი.