კორონავირუსის ახალი შემთხვევები სკოლებში

07 აპრილი 2021, 15:11 1349 ნახვა
00:00
00:00

კოვიდინფექციის გავრცელების გამო ქობულეთში შესაძლოა კიდევ ერთი სკოლა დაიხუროს. კორონავირუსი  მასწავლებელს დაუდასტურდა. ადგილზე ეპიდემიოლოგები მუშაობენ. ეს უკვე მეხუთე სკოლაა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების გამო ონლაინ სწავლებაზე გადავა ქობულეთში.  რაც შეეხება ეპიდვითარებას, ბოლო 24 საათში ქვეყანაში  კორონავირუსის 687  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის 61 აჭარაში.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი