აჭარაში კიდევ 5 სკოლა დახურეს ვირუსის გამო

06 აპრილი 2021, 20:09 1240 ნახვა

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ რთულდება. ყველა ინდიკატორი მომატებულია, რომელიც ვირუსის გავრცელებას აღნიშნავს და მარტო დადებითობის მაჩვენებელი ბოლო 24 საათის განმავლობაში 3.65%-ია.

თუ უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, ბაღები და სკოლები არ დაიხურება - ასეთია ჯანდაცვის უწყების დღევანდელი პოზიცია, თუმცა ინფიცირების შემთხვევების მატების გამო აჭარაში კიდევ ხუთი სკოლა და ერთი ბაღი დაიხურა.

იქ კი, სადაც სწავლება ჩვეულებრივ რეჟიმში მიმდინარეობს, დასწრებადობა არც ისე მაღალია. საქართველო COVID 19-ის მე-3 ტალღის ზღვარზეა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი