სასაკლაოების პრობლემა აჭარაში

07 აპრილი 2021, 20:03 1390 ნახვა

კანონმდებლობით, სასაკლაოზე დაკვლისა და შემოწმების გარეშე ხორცის გაყიდვა აკრძალულია, თუმცა საქონლის ხორცით ვაჭრობამ რეგულაციების გამო, დახლებიდან ქუჩებში გადაინაცვლა, სადაც ვერც ვადას შეამოწმებთ და ვერც იმ კრიტერიუმებს, რომლებსაც სურსათის უვნებლობის სამსახური მოითხოვს.

აჭარაში თითოეულ მუნიციპალიტეტში 1 სასაკლაო ფუნქციონირებს, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ობიექტში მხოლოდ 1 პირუტყვს არ კლავენ და საჭიროა გარკვეული რაოდენობის შეგროვება, ამ შემთხვევაში გლეხი იძულებული ხდება ცხოველი ცოცხალი წონის ფასად ჩააბაროს, რაც ეკონომიურად მისთვის მომგებიანი ვერ იქნება და ამიტომ ხორცის რეალიზების არალეგალურ გზას მიმართავენ.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი