პოლიტიკური რეიტინგები- IRI - ის კვლევები და შეფასებები

06 აპრილი 2021, 15:18 829 ნახვა

აირაის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 62 პროცენტი ქვეყნის პრეზიდენტს უარყოფითად აფასებს. პოლიტიკურ ლიდერებს შორის მაღალი რეიტინგი გიორგი გახარიას აქვს - გამოკითხულთა 65 პროცენტი ყოფილი პრემიერის მიმართ დადებითადაა განწყობილი. ამ რეიტინგში მეორე ადგილს 54 პროცენტით კახა კალაძე, მესამეს კი დავით ბაქრაძე 52 პროცენტით იკავებს. რაც შეხება პარტიულ რეიტინგებს „ქართულ ოცნებას“ 35 პროცენტს აქვს, 18 კი „ნაციონალურ მოძრაობას“. გამოკითხული მოსახლეობის 60 % ოპოზიციის ბოიკოტს არ ემხრობა. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევას „ქართულ ოცნებაში“ ეჭვის თვალით უყურებენ და ისევ ოპოზიციასთან კავშირში სდებენ ბრალს. რაც შეეხება  გიორგი გახარიას მაღალ რეიტინგს, ამბობენ, რომ  გამოკითხვის პერიოდში ის თანამდებობაზე იმყოფებოდა. ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მათი და მოსახლეობის განწყობები ძირითად ნაწილში თანხვედრაშია, რაც შეხება ბოიკოტთან მათ დამოკიდებულებას,  მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური პარტიები მოქალაქეებს პარლამენტში იმიტომ სურთ, რომ ხელისუფლება მათ პრობლემებს ვერ აგვარებს.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი