პოზნერი: საპატიო კახელი ვარ და კიდევ ჩავალ საქართველოში

06 აპრილი 2021, 12:25 958 ნახვა

„ვარ საპატიო კახელი და საქართველოში  კიდევ  ერთხელ  ჩამოვალ“ -  ამის შესახებ ვლადიმერ პოზნერი საკუთარ ვებგვერდზე წერს. ტელეწამყვანი  ამბობს,  რომ  ქართველებზე  წყენა არა აქვს,  მისი ჩამოსვლა  კი ოპოზიციამ  გამოიყენა.  ‘’საქართველოში მიდის გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციამ  გამოიყენა  ჩემი  ჩასვლა, გაიხსენეს  ჩემი  სამი  წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა ხმა მიეწვდინათ ჩვენთვის ავტობუსზე კვერცხის დაშენით - როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ.  არავითარი წყენა საქართველოსა და ქართველებზე არ მაქვს, ასევე, მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში. ისეთი კვერცხის სროლის მოყვარულები, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობენ და ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ“, - წერს პოზნერი.  შეგახსენებთ, რუსი ჟურნალისტი  საქართველოში დაბადების დღის  აღსანიშნავად ჩამოვიდა, თუმცა სამოქალაქო პროტესტის გამო მას დაგეგმილზე ადრე უკან  მოსკოვში წასვლა მოუხდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი