ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 83 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 43 პაციენტი.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 286 ადამიანი მკურნალობს, მძიმე პაციენტია 44, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 3 პირი. გუშინ სამედიცინო დაწესებულება დატოვა 26-მა პაციენტმა
269 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 98 - აჭარაში. 3 719 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 191 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 92, ხოლო აჭარაში - 9.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 9 857 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 4 213 პირი, აჭარაში - 1 291.