ფიჭვნარის დასახლების პრობლემები

02 აპრილი 2021, 13:02 1549 ნახვა

ქობულეთში, ფიჭვნარის დასახლებაში მცხოვრებლები  სკვერის და რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ. ამბობენ, რომ არა ერთი დაპირების მიუხედავად საკითხი არ მოგვარდა. მოსახლეობის ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლების მოპირდაპირედ აუთვისებელ ტერიტორიაზე ზაფხულში ქვეწარმავლების სიმრავლეა, რაც საფრთხეს ქმნის. კიდევ ერთი მოთხოვნა ტერიტორიის დამისამართებაა. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხის შესახებ ინფორმირებულები არიან, უკვე შეისყიდეს სკვერის  მოსაწყობად პროექტიც.   რაც შეეხება დამისამართებას, საკითხს შეისწავლიან.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში