რუსმა ჟურნალისტმა და მისმა მეგობრებმა საქართველო დატოვეს

01 აპრილი 2021, 08:53 1334 ნახვა

რუსი ჟურნალისტი და მისი მეგობრები საქართველოდან დაგეგმილზე ადრე გაემგზავრნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თვითმფრინავი, სადაც ჟურნალისტი და მისი თანმხლები პირები ისხდნენ, უკვე აფრინდა. 

ვლადიმირ პოზნერის სტუმრებმა სასტუმრო რუმსი დღეს დილით, დაახლოებით 06:00 საათზე დატოვეს.

აქტივისტებმა ისინი „რუმს ჰოტელიდან“ აეროპორტში შეძახილებისა და კვერცხების სროლით გააცილეს.

ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი დაბადების დღის აღსანიშნად სტუმრებთან ერთად საქართველოში 31 მარტს ჩამოვიდა. მის ვიზიტს საქართველოში სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა, რომლებსაც მოგვიანებით, პოლიტიკოსებიც შეუერთდნენ.

 

ფოტო: ინტერპრესნიუსი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი