ქობულეთის 2 სკოლაში მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ

30 მარტი 2021, 15:55 757 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მეორე და პირველ საჯარო სკოლებში სკოლის მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ორივე შემთხვევაზე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციებით აღნიშნული კლასები დისტანციურ სწავლებაზე გადავიდნენ. მიმდინარეობს საკლასო ოთახის დეზინფექცია.

ქობულეთის რესურსცენტრში განმარტავენ, რომ ჯამში ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებული სამი საჯარო სკოლის ცალკეული კლასები გადასულია დისტანციურ სწავლების მოდელზე, ერთი საჯარო სკოლა კი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში