დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება.
მისივე განცხადებით, აუცილებელია ერთი მხრივ, პრევენციული ღონისძიებების დაცვა და მეორე მხრივ, იმუნიზაციის პროცესის გააქტიურება.
"ქორწილები, ქელეხები, დიდი რაოდენობით მოსახლეობის თავშეყრები უნდა აიკრძალოს.
ღამის კლუბებში გრძელდება ახალგაზრდების დიდი რაოდენობით შეკრებები, დროს ტარება და ეს მიგვიყვანს აპრილში ძალიან ცუდ სიტუაციამდე. თუ არ დავიჭირეთ ახლა ჩვენ ეს ეპიდსიტუაცია, რომელიც ქვეყანაში სტაბილიზირებული იყო და გაგვექცა ხელიდან, აპრილში განმეორდება სამწუხაროდ ნოემბერი და დეკემბერი, იმდენი მსხვერპლით რაც ჩვენ იმ ორ თვეში გვქონდა. ამიტომ ყველას გთხოვთ დავივცვათ რეგულაციები"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.