საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის გამო ქვეყანაში დაწესებული რეგულაციების შესახებ აფრთხილებს.
რამდენიმე ქალაქში შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლა იკრძალება.
''თურქული მხარის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ამსახველ რუკაზე წითლად მონიშნულ, მაღალი რისკის მქონე ქალაქებში, კვლავ ამოქმედდება შაბათ-კვირას ქუჩაში გასვლის შეზღუდვა.
მოქალაქეებს, ასევე გადაადგილება ეკრძალებათ კვირის სამუშაო დღეებში, 21:00-05:00 საათებში'' - აღნიშნულია ინფორმაციაში.
საელჩო ცხელი ხაზის ნომრებსაც აქვეყნებს, სადაც მოქალაქეები დამატებით ინფორმაციას მიიღბენ:
1. ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80
2. ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818 44 00
3. ქ. ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 326 22 26
4. ქ. იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი: +90 530 280 45 08