ვაქცინაცია ტემპს იკრებს

29 მარტი 2021, 20:06 923 ნახვა

ვაქცინაცია მსოფლიოს 141 ქვეყანაში მიმდინარეობს. Bloomberg-ის სტატისტიკური მონაცემებით, ყოველდღიურად ვაქცინა 14 მილიონამდე ადამიანს უკეთდება.

საქართველოში ხვალიდან ფაიზერით ვაქცინაცია იწყება, რომლის ყველა დოზა აჭარაში ათვისებულია. რეგისტრაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ასტრაზენეკას  ვაქცინის არჩევის შემთხვევაშია შესაძლებელი. 

სპეციალურ პორტალზე ბათუმის, თბილისისა და იმერეთის შემთხვევაშიც აჩვენებს,  რომ 14 აპრილამდე ყველა ადგილი დაკავებულია და რეგისტრაციის გაგრძელებას მოქალაქეები ვერ   შეძლებენ.

რაც შეეხება ასტრაზენეკას,  ამ ვაქცინაზე  მომდევნო დღეების განმავლობაში ბევრი თავისუფალი ადგილია.

ვაქცინაციის პროცესზე ადგილების დაჯავშნა  ორ სხვადსხვა ონლაინ კაბინეტში ათი საათიდან იწყება და ათწუთიანი ინტერვალით 17 საათსა და 50  წუთამდე გრძელდება.

რაც შეეხება პორტალზე booking.moh.gov.ge-ზე დარეგისტრირებას,  ის 24  საათის განმავლობაში ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში