ნავალნის მკურნალი კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა

29 მარტი 2021, 11:54 1317 ნახვა

63 წლის ასაკში გარდაიცვალა რუსეთის ქალაქ ომსკის სასწრაფო დახმარების ნომერ პირველი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი რუსტამ აგიშევი. მედიაში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად ინსულტი სახელდება. თებერვალში, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა ამავე საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა გულის შეტევა. გასული წლის აგვისტოში, ომსკის ამ საავადმყოფოში მიიყვანეს უგონოდ მყოფი რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი. მისი თანამოაზრეები დღემდე ამტკიცებენ, რომ საავადმყოფოს ადმინისტრაციამ და პერსონალმა იცოდნენ ნავალნის მდგომარეობის რეალური მიზეზი, თუმცა, უშიშროების ფედერალური სამსახურის ბრძანებით, დიაგნოზი გააყალბეს და ქიმიური ნივთიერებით მოწამვლის კვალის დაფარვა სცადეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი