ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა

25 მარტი 2021, 13:47 3689 ნახვა

ქობულეთის შემოვლით გზაზე, 28-ე კილომეტრზე მდებარე გვირაბთან, გუშინ ღამით, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, ლექსუსის მარკის ავტომობილი განათების ბოძს დაეხაჯა, დაზიანებულია საგზაო ნიშნულები, განათების ბოძი კი მოგლეჯილია.

მათივე თქმით, ამ კონრეტულ ადგილას ავარიები ხშირია, რადგან არ არის დამონტაჟებული ვიდეოკამერები და ავტომობილებიც გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობენ.

ავარიის შედეგად დაშავდა ავტომობილში მყოფი 2 ადამიანი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, მრავლობითი დაზიანებებით, კლინიკა "მედალფაში" გადაიყვანა.

კლინიკა "მედალფას" დირექტორმა აჭარის მაუწყებელს უთხრა, რომ დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი